პირადი ბლოგი
სსიპ ქ. თბილისის 105-ე საჯარო სკოლა, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლირა ზუბიაშვილი
Wednesday, 26 June 2019
Tuesday, 21 October 2014
ილია ჭავჭავაძე და ქართველი ერი
პროექტის მთავარი იდეა(თემა): სასწავლო პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები
შეისწავლიან ილიას როგორც პოეტს, პროზაიკოსს, პუბლიცისტს,
თეატრმცოდნეს, ბანკირს, მსოფლიო მასშტაბის მოაზროვნეს, ქართველი ერის დიდ მოამაგეს;
დეტალურად შეისწავლიან და შეაფასებენ ილიას მოღვაწეობას. მოსწავლეები შეაგროვებენ მასალებს, შექმნიან გაზეთ-ცნობარს,
გააკეთებენ პრეზენტაციას.
პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგან ილია
ჭავჭავაძე და ქართველი ერი განუყოფელია დღესაც, ქართველმა ერმა “ილიას გზით“ უნდა
იაროს. ეს მოსწავლეებს სკოლის ასაკიდან უნდა ჩავუნერგოთ. სკოლაში მწერლის მხოლოდ
რამდენიმე ნაწარმოებს სწავლობენ, ამიტომ ბავშვებმა უფრო ახლოს რომ გაიცნონ ილია, უფრო
ღრმად გაიაზრონ მისი მოღვაწეობა, მისი დამსახურება საქართველოსა და ქართველი ერის წინაშე,
საჭიროა მეტი კლასგარეშე თუ შემაჯამებელი მუშაობა, რათა მოსწავლემ რეალურად გაიაზროს,
რას ნიშნავს „ილიას გზა“, გაუღვივდეს პატრიოტული
გრძნობა, სამართლიანობის, თანადგომის, თანალმობის განცდა, „ვინ არის, სიდამ მოსულა,
სად არის, წავა სადაო“, რომ მომავალში თვითონაც გამოადგეს თავის ერსა და სამშობლოს.
პროექტის
მიზნები: 1. ჯგუფში
ეფექტური მუშაობის უნარ-ჩვევის გამომუშავება;
2. იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი
ფორმით; 3 პასუხისმგებლობის გაზიარება მუშაობის პროცესში; 4 საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა
და წარმოდგენების მონიტორინგი; 5.დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და
შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე; 6.დროისა და სამუშაო დატვირთვის ეფექტური
განკარგვა; 7.მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა
ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას.
მოსალოდნელი შედეგები: წინასწარ განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს (აუდიტორიის ინფორმირება / დაინტერესება / გადარწმუნება / პროვოცირება...), არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით;
მოსალოდნელი შედეგები: წინასწარ განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს (აუდიტორიის ინფორმირება / დაინტერესება / გადარწმუნება / პროვოცირება...), არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით;
·
წინასწარ მოფიქრებული გეგმის
მიხედვით (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს;
·
მკაფიოდ, ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის
არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
·
საუბრობს კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით,
ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს
(აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
·
საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად
იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული
კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან,
სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა.
შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;
·
ამოიცნობს და იყენებს ზეპირი
ენის რიტორიკულ საშუალებებს: ამა თუ იმ პიროვნების ან ფაქტის შთამბეჭდავად დახასიათება,
დამაჯერებელი არგუმენტაციით მსმენელის დარწმუნება, კონკრეტული მოვლენის ან პიროვნების
განსჯა (გამართლება / გამტყუნება, გამამართლებელი / გამამტყუნებელი არგუმენტის ან საბუთის
მოძიება და წარმოდგენა, მოსმენილი ტექსტის ფარგლებში ტყუილის დადგენა და გამოაშკარავება);
·
არ არის ზედმეტად კატეგორიული
და საკუთარი მოსაზრებების გამოხატვისას იყენებს ისეთ ფრაზებს, რომლებიც მრავალმხრივი
ინტერპრეტაციის შესაძლებლობაზე მიანიშნებს: „მეორე მხრივ...“, „თუმცაღა...“, „შესაძლოა...“,
„დაგეთანხმებით, მაგრამ...“, „მიუხედავად ამისა...“;
·
აუდიტორიაზე ზემოქმედებისა და
დამაჯერებლობის მისაღწევად ცდილობს, თავისი გამოსვლის ბოლოს კიდევ
ერთხელ ხატოვნად და ეფექტურად გაიმეოროს მთავარი სათქმელი.
·
მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს
კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას;
·
აანალიზებს კონკრეტული ეპოქის
დამახასიათებელ ნიშნებს და მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის
გადაჭრის გზებზე;
·
შეაფასებს ეპოქისთვის დამახასიათებელ
თემებს, იდეებსა და პრობლემებს ამავე ეპოქის სოციალურ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით;
·
წერს ესეის შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის,
განწყობილებების, შთაბეჭდილებების, ემოციების და ა. შ. გადმოსაცემად. პირად ან ლიტერატურულ გამოცდილებაზე
დაყრდნობით მსჯელობს მოცემული თემის, პრობლემების შესახებ (ამტკიცებს / უარყოფს, გამოთქვამს
ვარაუდს, ადარებს, ავლებს პარალელებს);
·
ადეკვატურად იყენებს თხრობითი,
მსჯელობითი და აღწერითი ხასიათის ტექსტისთვის დამახასიათებელ ზმნა-შემასმენლის ფორმებს,
ავტორისეული პოზიციის გამომხატველ დამხმარე ზმნებს, გაიაზრებს და აგებს თხრობითი (აღწერითი,
მსჯელობითი) ხასიათის ტექსტისთვის დამახასიათებელ სინტაქსურ კონსტრუქციებს და ამ კონსტრუქციების
კავშირებს, ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს, ჩართულ სიტყვებსა და გამონათქვამებს,
ანაფორულ ნაცვალსახელებსა და ზმნიზედებს, სიტყვის ლექსიკურ და სემანტიკურ განმეორებებს,
სინონიმურ და ანტონიმურ ჩანაცვლებებს;
·
განსაზღვრავს მიზანს, აუდიტორიას
და ამის შესაბამისად ირჩევს სტრატეგიას; წერილობითი ტექსტის შესაქმნელად წინასწარ მოიპოვებს დამხმარე მასალას;
·
აყალიბებს სათქმელს თანმიმდევრობით;
·
იყენებს ჩანაწერებს ძირითადი
და პერიფერიული იდეების / ინფორმაციის სხვადასხვა კრიტერიუმის
მიხედვით დასახარისხებლად და თანმიმდევრობით დასალაგებლად;
·
შავად შესრულების შემდეგ გადაამუშავებს
ნაწერს (გადახედავს კრიტიკული თვალით; ამოიღებს, ჩაამატებს, გადააადგილებს მონაკვეთებს
იმის მიხედვით, არის თუ არა სათქმელი ლოგიკურად დალაგებული; არის თუ არა შესავალი და
დასკვნა ეფექტური; არის თუ არა კავშირი წინადადებებსა და აბზაცებს, ტექსტის ცალკეულ
ნაწილებს შორის; მიესადაგება თუ არა ტექსტი სათაურს);
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ილია ჭავჭავაძე(ოცტომეული),
მე-11 კლასის სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა, საწერი მასალა...
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად, თითოეულ
ჯგუფში 5 მოსწავლეა. ვუნაწილებ დავალებებს:
I
ჯგუფი-ილია ჭავჭავაძის პოეზია; II ჯგუფი-პროზა; III ჯგუფი-პუბლიცისტიკა; IV ჯგუფი-ილია როგორც ბანკირი; V ჯგუფი-ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიული
მასალები, „ვინ მოკლა ილია“. თითოეულ ჯგუფს ვუნიშნავ კვირის რომელიმე დღეს კონსულტაციისთვის,
მაბარებენ ანგარიშს, რა გააკეთეს ერთი კვირის მანძილზე, კითხულობენ, წერენ, აგროვებენ
ინტერნეტმასალებს, აკეთებენ კედლის გაზეთებს, სლაიდ-შოუებს, ხატავენ ილიას პერსონაჟებს,
წერენ ესეებს, აცოცხლებენ ილიას პერსონაჟებს როლური თამაშებით, ემზადებიან პრეზენტაციისთვის,
მუშაობა მიმდინარეობს დაახლოებით ორი(მაქსიმუმ სამი თვის მანძილზე), მოსწავლეთა ნამუშევრების
წარმოდგენას დაეთმობა 3 გაკვეთილი. გაკვეთილებზე დავსვამ საკვანძო კითხვებს: ილია ჭავჭავაძის
რა პოლიტიკა და ქმედებები იყო მნიშვნელოვანი მისი სიცოცხლის პერიოდში? შეუძლია თუ არა
ერთ ადამიანს,
მოახდინოს ცვლილება? რა გავლენა იქონია ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობამ მე-19
საუკუნის საქართველოზე და ქართული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე? რა გავლენა
იქონია ილიას მოღვაწეობისა და შემოქმედების გაცნობამ თქვენს ცხოვრებაზე? დღეს ილია
რომ ცოცხალი ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ, გამოიჩენდა თუ არა(საჭირო იქნებოდა თუ არა) იმავე
პირდაპირობას და სიმკაცრეს ქართველი ერის მიმართ? მაგ. დაწერდა თუ არა „ბედნიერ ერს“,
„რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“ და ა.შ.
კლასი - მე-11
ვადები-3 თვე
ვადები-3 თვე
პროექტის ხელმძღვანელი - ლირა ზუბიაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა - lirazubiashvili@gmail.com
Subscribe to:
Comments (Atom)